“ადამიანების კოშკი” – კატალონიური ტრადიცია იუნესკოს კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის სიაშია
ადამიანებისგან აღმართული კოშკებს კატალონიის უნიკალურ სპორტულ -კულტურულ ტრადიციას უწოდებენ.
კატალონიაში “ადამიანების კოშკის” მშენებლობის არა თუ ტრადიცია არსებობს, არამედ კონკურსები იმართება, ადამიანების რომელი ჯგუფი უფრო მაღალ კოშკს ააგებს. კოშკის წვერზე კი, ბოლოს, ბავშვი უნდა აძვრეს. კატალონიის ეს უცნაური ტრადიცია იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
ბოლო კონკურსზე, რომელიც კატალონიის ქალაქ ტარაგონაში გაიმართა, პირველი ადგილი ქალაქ ვილაფრანკა დელ პენდესის გუნდმა დაიკავა. მათი „ადამიანის კოშკი“ 13 მეტრს აღწევდა. სანახაობას 11 ათასი მაყურებელი ჰყავდა მთელი ქვეყნიდან, – იუწყება Reuters-ი.
2022 წლის შეჯიბრზე გამარჯვებულმა გუნდმა 40 სხვა გუნდის დამარცხების შემდეგ პრიზი – 15,679 აშშ დოლარი მოიპოვა. კონკურსის პირობის თანახმად მნიშვნელოვანია, როგორც კოშკის აგების, ასევე უსაფრთხო დემონტაჟის პროცესიც. წარმატებით აშენებულ და ასევე წარმატბით დაშლილ კოშკს “დეკარგატი “ჰქვია, დემონტაჟის დროს ჩამონგრეულს – “კარეგატი”, ხოლო დაუმთავრებელს უბრალოდ “განზრახვა”.
ადამიანებისგან აღმართული კოშკებს კატალონიის უნიკალურ სპორტულ -კულტურულ ტრადიციას უწოდებენ. ეს ესპანეთის ისეთივე ტრადიციაა, როგორც კორიდა, თუმცა, როგორც ამბობენ, კატალონიის შემთხვევაში ნაკლებია უბედური შემთხვევები, ამ ტრადიციის გამო, არ იღუპებიან, არც ცხოველები და არც ადამიანები.
ტარაგონაში ორ წელიწადში ერთხელ გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე გუნდები ეჯიბრებიან ყველაზე მაღალი და რთული ადამიანური კოშკების ასაშენებლად – ყოველი ახალი საფეხურის მონაწილეები ქვემოთ მყოფთა მხრებზე დგებიან.
ტრადიცია კატალონიის ქალაქ ვალსში მე-18 საუკუნიდან იწყება. „ადამიანის კოშკები“ ან „კასტელები“ იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიას 2010 წელს შეემატა, როგორც კატალონიური კულტურული იდენტობის განუყოფელი ნაწილი.
თარგმანი: შორენა პაპაშვილი