მსოფლიო კრიზისებისა და შიმშილის მოლოდინში

shimshili

მსოფლიოში მიმდინარე კრიზისების ფონზე, გლობალური შიმშილის პრობლემამ აქტუალობა დაკარგა.

მსოფლიოში სურსათის დეფიციტზე გავლენას ახდენს ძალადობრივი კონფლიქტები, პოსტკოვიდური ეკონომიკური ვარდნა და კლიმატის ცვლილება.

გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით, უკრაინის ომმა ფასები სურსათზე, საწვავზე, სასუქებზე გაზარდა, რაც 2023 წელს სურსათის დეფიციტს გამოიწვევს.

შიმშილის საგანგაშო მაჩვენებელი აფრიკის 5 ქვეყანაშია. ესენია: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მადაგასკარი და იემენი.
გლობალური შიმშილის პრობლემაა ბერუნდიში, სომალში, სამხრეთ სუდანსა და სირიაში.

იმ ფონზე, როდესაც სუბსაჰარის რეგიონის ბავშვთა სიკვდილიანობა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონთან შედარებით მაღალია, დასავლეთი სხვა გლობალური კრიზისების მოგვარებით არის დაკავებული.

ევროპის ქვეყნებში პოლიტიკოსებსა და ადამიანებს აწუხებთ ისეთი პრობლები, როგორიცაა ინფლაცია, ევროპაში ზამთრისთვის მოსალოდნელი ენერგეტიკული კრიზისი, უკრაინის ომი და კოვიდ პანდემია.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს პრობლემა მწვავეა და მოგვარებას საჭიროებს, გლობალური შიმშილის ინდექსი გვახსენებს, რომ ადამიანებს ძირითადი მოთხოვნილება საკვები აკლიათ.

მსოფლიო შიმშილის პრობლემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განვითარებული ჩრდილოეთის სახელმწიფოებს. გლობალიზაციის გათვალისწინებით, შიმშილის შედეგები გავლენას მოახდენს დასავლეთზეც. სამხრეთის ქვეყნებში საკვების დეფიციტს სავარაუდოდ მოჰყვება კონფლიქტები და მოშიმშილე ადამიანების არალეგალური მიგრაცია ევროპასა და აშშ-ში.

შედეგად, გლობალური შიმშილის კრიზისი საკმაოდ რეალურია. მიუხედავად იმისა, რომ საკვები ყველა ადამიანის გამოსაკვებად საკმარისზე მეტია, მსოფლიოში ადამიანები და ბავშვები შიმშილით იტანჯებიან და კვდებიან.

 

წყარო: Deutsche Welle

 

ავტორი – ინგა ფუტკარაძე

 


“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

“უკრაინის ხელისუფლება რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს” – ილია II მსოფლიო პატრიარქს მიმართავს

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა – სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე საქართველოში

პოდკასტი