ხვიჩა კვარაცხელია “ოქროს ბურთის” მოპოვების კანდიდატთა ოცეულშია

მსოფლიოში ერთ-ერთმა პოპულარულმა საიტმა Goal.com- მა, 2023 წლის “ოქროს ბურთის” ჯილდოს მოპოვების შესაძლო კანდიდატთა ოცეული დაასახელა.

საუკეთესო ოცეულის სიაში, “ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მე-15 პოზიციაზეა. “9 გოლი და 9 საგოლე გადაცემა. კაცი, რომელსაც ნეაპოლში “კვარადონას” ეძახიან, ამ სეზონის სერია A- შიც და ჩემპიონთა ლიგაზეც დიდი აღმოჩენაა. ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სტილი, პასების უშეცდომო, ტაქტიკური გადაცემა და ბურთის დარტყმის უნარი მის გულშემატკივრებს აოცებს”, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიაში პირველ ადგილს “პსჟ”-ს ფეხბურთელი ლეო მესი იკავებს, მას მეორე მესამე ადგილებზე ამავე გუნდის ვარსკვლავები – ნეიმარი და კილიან მბაპე მოჰყვებიან.  შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთი” ფრანგულ ჟურნალ France Football-ის მიერ წარმოდგენილი ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდოა, რომელიც 1956 წლიდან არსებობს.

ავტორი: სალომე ხომასურიძე