კახი ასანიძემ ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა

kaxi asanidze

ქართველმა ძალოსანმა კახი ასანიძემ ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ალბანეთში მიმდინარეობს, 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან 19 ოქტომბერს წარმატებით იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ორი ოქროს მედალი აიღო.

მან აკვრაში 171, 176 კილოგრამები ასწია, ასევე ორჭიდში დააგროვა 322 კილოგრამი, ხოლო ვერცხლი ატაცში 141, 144 და 146 კილოგრამის დაძლევით დაიმსახურა. მას მხოლოდ კილოგრამი დააკლდა, რათა აქაც ოქროს მედალი აეღო.

კახი ასანიძე 23-წლამდელთა ნაკრების წევრია და სამოცდაცამეტი კილოგრამის კატეგორიაში მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ამავე კატეგორიაში გამოდიოდა არჩილ მალაყმაძე, რომელმაც ატაცში 135 კილოგრამი აწია და ტრავმის გამო მონაწილეობა ვეღარ გააგრძელა. მან, ევროპის ჩემპიონატზე, მეექვსე ადგილი მიიღო.

 

ავტორი: მეგი მიქაბერიძე