10 ქართული კომპანია საუდის არაბეთში საერთაშორისო გამოფენაზე

gamofena

საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში – Saudi Agriculture International Trade Exhibition,  საქართველო პირველად მონაწილეობს.

წარმოდგენილია 40-მდე ქვეყანა და 400-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია. გამოფენის სტუმრებს, საშუალება აქვთ საქართველოს სტენდზე გაეცნონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი 10 ქართული კომპანიის პროდუქციას. სტენდზე წარმოდგენილია ქართული კაკალი, თხილი, თაფლი, მოცვი, ჟოლო, ტყემალი, საწებელი, წყალი, მინერალური წყალი, ხილის ნატურალური წვენი, სუნელი, ცხვრის ხორცი და ზეითუნის ზეთი.

როგორც მედია სააგენტო  “24”-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, მასშტაბური გამოფენის გახსნას საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ჯაოშვილის განცხადებით, საუდის არაბეთი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა 36 მილიონიანი მოსახლეობით. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, საუდის არაბეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე. მათ სავაჭრო ქსელში დღეისთვის, უკვე წარმოდგენილია ქართული პროდუქცია.

“მსგავს მასშტაბურ გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და ექსპორტის ზრდას არა მარტო საუდის არაბეთში, არამედ მთლიანად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში”, – განაცხადა დიპლომატმა. გამოფენა 17 ოქტომბერს გაიხსნა და 20 ოქტომბერს დასრულდება.

 

 

ავტორი: ლელა დევდარიანი


“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

“უკრაინის ხელისუფლება რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს” – ილია II მსოფლიო პატრიარქს მიმართავს

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა – სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე საქართველოში

პოდკასტი