ჩეხეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა
„ვასრულებთ ჩვენს სიტყვას და განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. მთავრობის სხდომაზე მიდის საუბარი იმ სამხედრო აღჭურვილობაზე, რომელიც შეგვიძლია გადავცეთ. ორი კვირის წინ – თითქმის 400 მილიონი კრონის, დღეს კი – 22 მილიონი კრონის ღირებულების ტექნიკა“

უკრაინული მედიის ცნობით, ომის დაწყებიდან, ჩეხეთმა უკრაინას დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა და მასალები გადასცა.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოხოვა აღნიშნავს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა.
„ვასრულებთ ჩვენს სიტყვას და განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. მთავრობის სხდომაზე მიდის საუბარი იმ სამხედრო აღჭურვილობაზე, რომელიც შეგვიძლია გადავცეთ. ორი კვირის წინ – თითქმის 400 მილიონი კრონის, დღეს კი – 22 მილიონი კრონის ღირებულების ტექნიკა“, – წერს თავდაცვის მინისტრი “ტვიტერზე“.
Děkujeme! 🇩🇪 https://t.co/RcoRNrbt5k
— Jana Černochová (@jana_cernochova) October 11, 2022

