სკოლის მოსწავლემ თავისუფალი თემა ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა

საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქალაქ ნეაპოლის ერთ-ერთ სკოლაში, მასწვალებელმა მოსწავლეებს სთხოვა, დაეწერათ თავისუფალი თემა სათაურით – “ვისთან გამართავ საოცნებო ვახშამს?” ერთ-ერთმა მოსწავლემ ძალიან საინტერესო წერილი დაწერა:

“რომ შემეძლოს სახლში ვინმეს დაპატიჟება, აუცილებლად ვეტყოდი ხვიჩა კვარაცხელიას, ჩემთან მოსულიყო. გავუკეთებდი ყველა იმ საჭმელს, რაც ძალიან უყვარს და ვკითხავდი, როგორ დაიწყო ფეხბურთის თამაში? როგორ შეძლო ამ დონემდე მოსვლა? რას აკეთებდა მისი საფეხბურთო უნარების გასაუმჯობესებლად? ვთხოვდი, მოეყოლა სახალისო ისტორია ჩემთვის და ბოლოს ვეტყოდი მადლობას იმისთვის, რასაც მოედანზე ჩვენთვის აკეთებს”, – წერს 8 წლის მოსწავლე.

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში და ნეაპოლში ბავშვების კუმირი ხდება.