რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სტუდენტური პროტესტის ფონზე აირჩიეს

ჯაბა სამუშია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ჯაბა სამუშია აირჩიეს. კენჭისყრის პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატია.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი 30 წევრიანმა აკადემიურმა საბჭომ, ფარული კენჭისყრით, 6 თვის ვადით აირჩია. ჯაბა სამუშიას არჩევას მხარი აკადემიური საბჭოს 28 წევრმა დაუჭირა, 2 ბიულეტინი გაბათილდა. სტუდენტების თქმით, ჯაბა სამუშია რექტორის თანამდებობაზე მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ წინასწარ შერჩეული კადრია.

ტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას და საბინაო სუბსიდიას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ თსუ-ის რექტორის თანამდებობა გიორგი შარვაშიძემ პირადი განცხადების საფუძველზე ცოტა ხნის წინ დატოვა. სავარაუდოდ, ის საქმიანობას დიპლომატიურ კორპუსში გააგრძელებს. არსებობს ვერსია, რომ რექტორის თანამდებობიდან წასვლა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანის უნივერსიტეტში სტუმრობამ დააჩქარა. კერძოდ, 3 ოქტომბერს წულუკიანი თსუ-ში ვიზიტისას, რამდენიმე სტუდენტმა სტუდენტების საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა, რითაც მინისტრს დისკომფორტი შეუქმნეს.

ვიდეოში, რომელსაც ორგანიზაცია „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ ავრცელებს, ჩანს, რომ სტუდენტები მიჰყვებიან წულუკიანს და ეუბნებიან, რომ საუბარი სურთ, რაზეც მინისტრი ამბობს, „შეარჩიეთ სწორი მეთოდი. ნუ ღრიალებთ!“  შემდეგ, ავტომობილში ჩაჯდა და ტერიტორია დატოვა.

 

ავტორი: ინგა ფუტკარაძე


“სასწავლო დაწესებულებებში პოლიტიკური მუხტის შეტანა დაუშვებელია” – მანანა ნიკოლაიშვილი

განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი დღეს წარადგენს

პარლამენტში “ლუციფერის მხილებას” არიგებენ? – პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს

თბილისის სამხატვრო აკადემიაში მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ფორმატი შეიცვალა

ქართველი მეცნიერები ლიბანში უნიკალური აღმოჩენის მომსწრენი გახდნენ

პოდკასტი