ირანში 15 წლის გოგონა ცემის შედეგად გარდაიცვალა

ირანში უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლე 15 წლის ასრა ფანაჰის სცემეს, რის შედეგადაც გოგონა დაიღუპა.
სკოლის მოსწავლეებმა ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობასა და ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ჰომეინის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარი თქვეს, რის შედეგადაც უსაფრთხოების ძალებმა სკოლაში რეიდი მოაწყვეს. დაპირისპირების დროს 7 მოსწავლე დაშავდა, 10 – დააკავეს.
ირანის ხელისუფლება მომხდარს უარყოფს. მათი განცხადებით მოსწავლეს გულის პრობლემები ჰქონდა – ინფორმაციას, BBC მასწავლებელთა კავშირის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო აქციები მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ მიმდინარეობს.
მორალის პოლიციამ 22 წლის ქალი, ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააპატიმრა. ქალი ცემისა და წამების შედეგად გარდაიცვალა. ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეებიც. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სკოლის მოსწავლე გოგონები ჰიჯაბს იხსნიან, თმებს იჭრიან და ყვირიან, – “სიკვდილი დიქტატორს!”.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დემონსტრაციების შედეგად, სულ მცირე შვიდ პროვინციაში, სასიკვდილოდ ცემის შედეგად 23 ბავშვი დაიღუპა.
წყარო: BBC
ავტორი: ინგა ფუტკარაძე

