ჯავახეთი უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე ერთ წიგნში

გამოიცა წიგნი – „ჯავახეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი“, რომელშიც მოცემულია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის – ჯავახეთის ისტორია, უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე; მოთხრობილია რეგიონის უნიკალური გეოგრაფიული ლანდშაფტის თავისებურებებისა და ხელოვნების ძეგლების შესახებ; აგრეთვე რეგიონში განვითარებული სასოფლო-სამეურნეო დარგებისა და ადგილობრივი ჯავახელების მძიმე ისტორიული ყოფის თაობაზე.

გამოცემა უხვად ილუსტრირებულია ჯავახეთის ზღაპრული სილამაზის პეიზაჟებითა და არქიტექტურული თუ ეთნოგრაფიული ნიმუშების ფოტოებით.

წიგნის ავტორია კუკური მეტრეველი.

მისი თქმით, მიმოხილვითი ნაშრომი სამეცნიერო-პოპულარული ხასიათისაა და განკუთვნილია, როგორც საქართველოს ისტორიის მკვლევართა, ისე დაინტერესებული საზოგადოების ფართო წრისთვის.

შორენა ღავთაძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი