წამალი “დიპროსპანი” ფოლადის ნაწილაკებით დაბინძურების პრობლემის გამო ბაზრიდან გამოითხოვეს

ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის პრობლემა ოთხ სერიაზე (W002247,W005812, W028823, W030207) დაფიქსირდა.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანია Schering-Plough Labo N.V-ის წარმოებული პრეპარატი “დიპროსპანი” (5მგ + 2მგ)/მლ 1მლ ბაზრიდან გამოითხოვა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ბელგიის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ფედერალური სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. მარეგულირებლის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის პრობლემა ოთხ სერიაზე (W002247,W005812, W028823, W030207) დაფიქსირდა. უფრო ზუსტად, წარმოების პროცესში უჟანგავი ფოლადის პოტენციური ნაწილაკებით დაბინძურება. მწარმოებელ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ რეალიზებული პროდუქტის პარტიებში, მყარ ნაწილაკებთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების შესახებ, შეტყობინებები არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, პრობლემის აღმოფხვრამდე, ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს, აღნიშნული წამლის რეალიზაციის შეჩერება დაევალათ. აგრეთვე, მათი მოვალეობაა, წამალი ბაზრიდან გამოითხოვონ და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარუდგინონ.

დიპროსპანის სუსპენზია გამოიყენება მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს: რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, რადიკულიტი, განგლიოზური კისტა, ქრონიკული ბრონქული ასთმა, ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული ბრონქიტი, სეზონური და ქრონიკული (მუდმივი) ალერგიული რინიტი, სისხლმბადი ორგანოების დაავადებები, მწერების ნაკბენი, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ძლიერი მზისმიერი დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ლიპოიდური ნეკრობიოზი, ბუდობრივი ალოპეცია და სხვა.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

,,მეტი სისხლი-მეტი სიცოცხლე“ -14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

პოდკასტი