“საზოგადოებრივი მაუწყებელი გარყვნილი ცხოვრების პროპაგანდას ეწევა” – მეუფე გიორგი ჯამდელიანი
მეუფე გიორგი ჯამდელიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ლგბტ პროპაგანდისტული ფილმების ჩვენებასთან დაკავშირებით აცხადებს:
“საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ჩვენი გადასახადებიდან 60 მილიონით ფინანსდება, ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდეს ჩვენი მომავალი თაობის კულტურულ,ზნეობრივ და ინტელექტუალურ განვითარებაზე, ის ეწევა ღვთის გამამწარებელი, გაუკუღმართებული, გარყვნილი ცხოვრების პროპაგანდას, რაც ყოვლად დაუშვებელია. აქვე დავძენ დიდი მღვდელმთავრის, წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს: ხალხს შეეშინდა მიწისძვრის, მე კი შემეშინდა მისი გამომწვევი მიზეზის!”
საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჰომოსექსუალიზმის ნორმალიზების აშკარა პროპაგანდამ. ტელეარხი, რომელიც ხალხის ბიუჯეტიდან ფინანსდება გარყვნილების პროპაგანდის შემცველი ფილმების ჩვენებას განაგრძობს. ამჯერად, ნეგატიური გამოხმაურებები მოზარდებისთვის განკუთვნილ ტელესკოლის ეთერში ლგბტ შინაარსის მქონე თამარ შავგულიძის ფილმის განხილვას მოჰყვა. ფილმი 2 ქალის სიყვარულის ისტორიაზეა.
ტელესკოლის დასრულების შემდეგ, სტუდიაში მიწვეულ ბავშვებთან ერთად ლგბტ პროპაგანდისტული ფილმის სცენარი განიხილა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა ნინო კასრაძემ.
“ლგბტ თემის ადამიანებისთვისაც ასეთი მარტივი არ არის ეს ყველაფერი, საკუთარ თავთან ამ პრობლემებზე ჩაღრმავება, გულწრფელად აღმოაჩინო შენი იდენტობა. შორიდან რომ უყურებ ისინი აღარ არიან აღარც ქალები, აღარც კაცები. ჭიდაობა, ჩხუბი იმაზე, რომ ქალი ქალთან, კაცი კაცთან – ეს აღარა არის. ეს არის ორი რაღაცა გაბრწყინება სულის, რომელიც იქაც კი იცნობს ერთმანეთს, სულის უკვდავებაზეა ეს. მე ასე აღვიქვი”, – ასეთია ნინო კასრაძის ბუნდოვანი შეფასება იმ ფილმზე, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გეი ფილმების ჩვენება უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს. საზოგადოების ერთი ნაწილი ტელევიზიის შენობასთან პერიოდულად მართავს საპროტესტო აქციებს.