წყაროსთავის ტაძარი 70-იან წლებში ააფეთქეს, მისი ნახვა მხოლოდ ფოტოებზე შეგვიძლია

ჯავახეთის წყაროსთავის ტაძარი კარწახის ტბის მახლობლად მდებარეობდა (ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორია). XX საუკუნის 70–იან წლებში ეკლესია ააფეთქეს და მისი ნახვა მხოლოდ დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებზე შეგვიძლია.

ეკლესია თარიღდება VI-X საუკუნეებით. ძეგლი მოინახულა და აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა 1902 წელს. წყაროსთავის საეპისკოპოსო ერთ-ერთი უძველესი იყო საქართველოში და მისი ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდინარე მტკვრის აღმოსავლეთით: არტაანიდან ყარსის მთამდე და ხავეთამდე. მემატიანე ჯუანშერის ცნობით, ტაძარი მეფე ვახტანგ I გორგასლის ძემ – მირდატმა ააგო.

ტაძრის არქიტექტურის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტმომხმარებელი მაია ებრალიძე გვიზიარებს:

წყაროსთავი თავიდან სამნავიანი ბაზილიკა იყო, X საუკუნეში კი გუმბათოვან ტაძრად გადააკეთეს. ტაძრის თავისებურებას ჩრდილოეთის მინაშენი წარმოადგენდა, რომელსაც მართკუთხა ფორმა ჰქონდა, დასავლეთის მხრიდან აფსიდით. ასეთ გადაწყვეტას ანალოგი არ აქვს. ნაგებობა შემოსილი იყო სუფთად გათლილი მსხვილი კვადრებით. რვაწახნაგა გუმბათის ყელში გაჭრილი 4 სარკმელი შემკული იყო შეწყვილებულ სვეტებზე ამოყვანილი თაღედით. სარკმლის სათაურები სადა იყო, გუმბათის ყელის უსარკმლო სიბრტყეები კი ორნამენტებით დეკორირებული, თაღების შეერთების ადგილზე მოთავსებული იყო ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და სხვა რელიეფური გამოსახულებანი. აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმით.

 


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი