მშობლები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ – “არა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას!”

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის შემცველი ქართული ფილმის – “კომეტების” აკრძალვისა და ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გადადგომის მოთხოვნით მშობლები ხელმოწერებს აგროვებენ.

ფეისბუქში ვრცელდება მშობლების ღია წერილი ხელისუფლებისა და დედა ეკლესიის მისამართით. მხარდამჭერთა ხელმოწერების განთავსება გრძელდება.

“მშობლების წერილი სახელმწიფოს და ასევე დედა ეკლესიას, რომელსაც ვთხოვთ დაგვეხმაროს სახელმწიფოსთვის ჩვენი ხმის მიწვდენაში. პირველ არხზე, მამათმავლების ლობისტების შეკვეთით გაუშვეს ქართული ფილმი „კომეტები“, რომლის მიზანია ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა საზოგადოებაში ამ უბილწესი ცოდვისადმი მიმღებლობის გასაჩენად, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. საზოგადოებრივ მაუწყებელზე, I არხზე, მის სპეციალურ ქვედანაყოფში, რომლის სახელწოდებაა “ტელესკოლა”, მოეწყო ამ ფილმის განხილვა და შეხვედრა იმ მსახიობ ქალთან, რომელიც ლესბოსელს განასახიერებს. ეს შეხვედრა შედგა ახალგაზრდებთან, არასრულწლოვან ბავშვებთან, სადაც მსჯელობდნენ, რომ აუცილებელია შეყვარებულებმა, რათა არ გაირიყონ საზოგადოებისგან, ბოლომდე იბრძოლონ თავის სიყვარულისთვის. ცხადია, ამ სიყვარულში სწორედ დედათმავლობას გულისხმობენ. ამ ფაქტის გამო, მთელი ჯანსაღი საზოგადოება, განსაკუთრებით მშობლები, აღშფოთებულები ვართ და ვითხოვთ სახელმწიფოსგან უმკაცრეს რეაგირებას. ასევე, ვითხოვთ ამ ფილმის აკრძალვას და ტელეარხის ხელმძღვანელობის და მისი გამგეობის, ე.წ. ბორდის გადადგომას”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ლგბტ პროპაგანდისტული ფილმებისა და გადაცემების გასვლას, მოქალაქეების მხრიდან შემდეგი შინაარსის კომენტარები მოჰყვა:

“ემიგრანტების მთელი ჯარი ვუერთდებით თქვენს აზრს და ვიზიარებთ. ჩვენი შრომით ძლივს გადავარჩინეთ საქართველო, სახლ-კარი, საყვარელი ადამიანების ნატრულებმა და ესენი გარყვნილების პროპაგანდით არიან დაკავებულები. ძალით იწვევენ ხალხს”, – წერს ემიგრანტი ელენე გორგაძე.

“ყველა გახრწნილება და აღვირახსნილობა, როგორ შეიძლება დაკანონდეს”, – წერს ია შუბითიძე.

“არავის მივცეთ უფლება გარყვნან და წაბილწონ ჩვენი შვილების და შვილიშვილების სხეულები და სულები. არანაირი პროპაგანდა მამათმავლობას და დედათმავლობას. ბავშვები ქრისტიანულად უნდა აღვზარდოთ და არ უნდა გამოუტენოთ თავები ათასი სისულელით და გარყვნილებით “, – წერს დალი ხაბაზიშვილი.

“აუცილებლად მოეთხოვოს პასუხი ამ გარყვნილობის პროპაგანდისთვის ვინც ეს დაუშვა საყურებლად. უკვე სახლებშიც უნებართვოდ გვაყურებინებენ და თანაც საზოგადოებრივი არხით… ბოლო უნდა მოეღოს ამ საშინელების პროპაგანდას… მარტო ხელის მომწერთა სიები არ უნდა ვაკმაროთ დიდი პროტესტია საჭირო…” – წერს ლია გელენიძე.

“გიერთდებით ჩემი 11-სულიანი ოჯახით. საქართველოს გადაგვარებაზე მუშაობენ ეგ სულგაყიდული ტელევიზიები. უცხო ვერაფერს დაგვაკლებს, ისევ ქართველის ხელით რომ არ ნადგურდებოდეს ყველაფერი ქართული. უზნეობის ბუნაგად იქცა მთელი მასმედია…” – წერს მზია ნოზაძე.

“ხელმოწერები კი არა ხალხო სახლში როგორ ზიხართ? ამათ ხელმოწერები დაიჭერს? რა დონეზე არიან უკვე გამხეცებულები?!”, – წერს მზია ჯანქაიძე.

“პირადად ჩემთვის დიდი ხანია აკრძალულია ტელევიზია. საერთოდ არ ვუყურებ მაგათ და არც ვრთავ. მგონია ეს არის გამოსავალი. ეკლესია დიდი ხანია ებრძვის გარყვნილების პროპაგანდას და მთავრობას გინდ მისწერე, გინდ არა, ეგენი სოროსის დავალებას ასრულებენ, მხოლოდ მას უსმენენ, ჩვენი ხმა მაგათ არ ესმით”, – წერს ნათელა ასპანიძე.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

პოდკასტი