რა აკავშირებს უკრაინელ მხატვარს თბილისისა და ბათუმის სადარბაზოებთან

ცნობილი უკრაინელი მხატვარი ნიკოლაი კარაზინი რუსეთის იმპერიაში ღია ბარათების პირველი შემქმნელია.

თბილისის ისტორიის მკვლევარი თამარ თავაძე სოციალურ  ქსელში თბილისისა და ბათუმის რამდენიმე სადარბაზოში არსებული კედლის მოხატულობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებსაც სავარაუდოდ, საერთო ავტორი ჰყავთ. ეს არის უკრაინელი მხატვარი ნიკოლაი კარაზინი.

როგორც თამარ თავაძე ამბობს, მან დიდხანს ეძება საკუთარი ვერსიის დამადასტურებელი ინფორმაცია და ახლა უკვე, დაბეჯითებით აცხადებს, რომ თბილისის ორ და ბათუმის ერთ სადარბაზოში აღმოჩენილი ნახატები ნიკოლაი კარაზინის ნამუშევრის ასლია.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი უკრაინელი მხატვარი ნიკოლაი კარაზინი რუსეთის იმპერიაში ღია ბარათების პირველი შემქმნელია. ის 1842 წელს ხარკოვში დაიბადა.

“ძალიან მნიშვნელოვან ტფილისურ თემას მოეფინა ნათელი. ტფილისის ორ და ბათუმის ერთ სადარბაზოში ერთნაირი ნახატების ამბავი იური ზაბოლოტნევის დახმარებით გაირკვა. უღრმესი მადლობა მას! ამ ნახატების “პირველწყარო” არის უკრაინელი, ხარკოველი მხატვარი ნიკოლაი კარაზინი“, – წერს თამარ თავაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

როგორც თბილისის ისტორიის მკვლევარი თამარ თავაძე აღნიშნავს, სადარბაზოებში აღმოჩენილი სურათები კარაზინის მიერ შექმნილი ღია ბარათები ან ჟურნალ “ნივას“ ილუსტრაციები უნდა იყოს. მისივე ინფორმაციით, კარაზინის ბარათებიდან აღებული ერთ-ერთი სიუჟეტი, რომელიც თბილისში, დავით აღმაშენებლის N93 -ში მდებარე სახლის სადარბაზოს კედელს ამშვენებს, იმ პერიოდისთვის ძალიან ცნობილ იტალიელ მხატვარს, ბენედიქტ (ბენო) ტელინგატერს ეკუთვნის.  დანარჩენ სადარბაზოებში კი, უცნობია ვინ იმუშავა ნახატებზე.

საინტერესო ფაქტად რჩება ის ამბავიც, თუ როგორ აღმოჩნდა ნიკოლაი კარაზინის ნამუშევრები ქართული სადარბაზოების კედლებზე.

ავტორი: სალომე ხომასურიძე


“ხატავდა ყველაფერზე, ყოველი დღე ხატვით იწყებოდა და მთავრდებოდა”

რუსთაველის თეატრის მხატვრების შემოქმედებას თბილისში კიდევ ერთი ბინა ინახავს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, კიბოს სკრინინგის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება

მწერალი, რომელიც სამარადჟამოდ დაიბადა მკითხველთა გულში – ოთარ ჭილაძე 90 წლის გახდებოდა

ფემიციდის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

პოდკასტი