ბოლო 3 თვეში კორონავირუსის 13 394 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 3 თვეში, კორონავირუსზე 565 170 ტესტი ჩატარდა.
მათივე ცნობით, ბოლო 3 თვეში კორონავირუსის 13 394 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
უფრო დეტალურად, საშუალოდ დღეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ნოემბერში 151-ს შეადგენდა, დეკემბერში საშუალო დღიური მაჩვენებელი 92 იყო, იანვარში კი – 207.
ლელა დევდარიანი