24 თებერვალი სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის განმაახლებლის, ღირსი ნინოს ხსენების დღეა

ნინო ქრისტეფორეს ასული ამილახვარი, 1784 წელს, სოფელ ჭალაში დაიბადა. თავადის ქალი 1810 წელს, სოფელ ჭალის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში არქიმანდრიტმა საბამ შავი ანაფორით შემოსა.

1812 წელს, რუისის ფერისცვალების ეკლესიაში ეპისკოპოსმა გერვასიმ მონაზვნად აღკვეცა. 1829 წლის 10 ნოემბერს კი ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით სამთავროს მონასტერში დაფუძნდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, თავადის ქალი ამილახვარი, რამდენიმე განდეგილ დედასთან ერთად, სამთავროს ეკლესიაში 1829 წელს მივიდა და სამონაზვნო ცხოვრებას შეუდგა. თავიდან მხოლოდ შემოწირულებებით ცხოვრობდნენ, ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ და მცირე გასამრჯელოსაც იღებდნენ. დროთა განმავლობაში, ოთხ მონაზონს სხვა დედებიც შეუერთდნენ. მათ თავიანთ წინამძღვრად ნინო ამილახვარი დაასახელეს.

მონაზონ ნინოს ღვაწლს პირველად 1827 წელს ვხვდებით. მის სახელს უკავშირდება სამთავროს ფერისცვალების ტაძრის მახლობლად მდგომი მცირე ზომის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის აღდგენა, რომელიც 1828 წლის 14 იანვარს, წმინდა ნინოს სახელზე იკურთხა.

გადმოცემის მიხედვით, ნინო ამილახვარმა ააღორძინა სამონასტრო ცხოვრება. მისმა დაუღალავმა ღვაწლმა და მონდომებამ აიძულა საეკლესიო მმართველობა, მეტი ყურადღება გამოეჩინათ სამთავროს მიმართ.

მონასტრის დამაარსებელი, ნინო ამილახვარი 1939 წელს გარდაიცვალა. მონაზონი სამთავროს მაყვლოვანში, წმინდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადთან დაკრძალეს.

ლიკა მაჩხანელი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი