17 წლის ლუკა რამიშვილი GOOGLE-ის გუნდს შეუერთდება

ლუკა რამიშვილი

ლუკა რამიშვილი ეთიკური ჰაკერი და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტია, რომელსაც ამ საქმის მიმართ ინტერესი 10 წლის ასაკიდან გაუჩნდა. მას არანაირი სასწავლო კურსი არ გაუვლია. ჰაკინგის სწავლა სხვადასხვა პლატფორმის დახმარებითა და წიგნების მეშვეობით დაიწყო და ცოდნაც შეიძინა.

როგორც ირკვევა, ლუკა სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა, სადაც გადაწყვიტა, რომ GOOGLE-ის კიბერუსაფრთხოებაში შექმნილი დაზიანების გამოსწორებაში დახმარებოდა. ლუკას განმარტებით, კომპანია საკმაოდ სერიოზულად იყო დაზიანებული და დიდი შანსი არსებობდა იმისა, რომ  ჰაკერებს კიბერშეტევა განეხორციელებინათ. ქართველი ბიჭი google-ს დაზიანების აღმოჩენაში დაეხმარა, რის გამოც, google-მა საპატიო სიაში შეიყვანა, სადაც მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ 1 500 ადამიანია.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ google-ის ეს სია დიდი ხანია არსებობს და მასში მოხვედრა საკმაოდ რთულია.

“ამ ყველაფრის შემდეგ, Google-მა კიბერგუნდში მუშაობა შემომთავაზა. სიაში, საქართველოდან მხოლოდ მე ვარ, როგორც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი”, – ამბობს ლუკა რამიშვილი. აღსანიშნავია, რომ 17 წლის ლუკა რამიშვილი, კომპანია re:educate-ში კიბერუსაფრთხოებას 800-ზე მეტ ადამიანს ასწავლის. ინფორმაციას Entrepreneur Georgia ავრცელებს.

 

 სალომე ხომასურიძე


მის ლექციებზე დასწრების მსურველებს აუდიტორია ვერ იტევდა – აკაკი ბაქრაძე დღეს, 95 წლის გახდებოდა

“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

“უკრაინის ხელისუფლება რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს” – ილია II მსოფლიო პატრიარქს მიმართავს

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

პოდკასტი