“ახალგაზრდების დაწინაურებისას დიდი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს” – ილია ვეკუას ანდერძი

საზოგადო მოღვაწის, მეცნიერ ილია ვეკუას “მიმართვა ახალგაზრდებისადმი”, რომელსაც ერთგვარად, ანდერძის დანიშნულება აქვს.

ფოტოზე: ილია ვეკუა და ნიკოლოზ მუსხელიშვილი

“ცხოვრების ის მანძილი, რომელიც მე გავიარე, საკმაოდ დიდია. ეს ნებას მაძლევს, ახალგაზრდობას გავუზიარო დაკვირვების საფუძველზე საკუთარი გამოტანილი ზოგიერთი მოსაზრება. გვეკითხებიან ხოლმე, რა არის საჭირო მეცნიერული მუშაობის წარმატების უზრუნველსაყოფადო? ერთი შეხედვით, პასუხი სავსებით ნათელია: ესაა სათანადო ბუნებრივი მონაცემები, მოწოდება და მუშაობის უნარი. თუ კაცს თანდაყოლილი ნიჭი აქვს და შრომისმოყვარეა, ყოველთვის მიაღწევს წარმატებას ხელსაყრელი პირობების გამოყენებით. მაგრამ ნიჭიერება და ღრმა აზროვნების უნარი სახეზე არავის აწერია, არც მათი გამოვლინებაა იოლი, რადგან ძალიან ღრმადაა ჩამარხული ადამიანში. დიდი დრო და დაკვირვება სჭირდება მის გამოააშკარავებას. ხშირად ვუშვებთ ჩვენ შეცდომას, როცა ახალგაზრდის ნიჭიერების შეფასებისას ისეთ თვისებებს ვამჩნევთ, რაც იოლად ვლინდება… დროთა განმავლობაში, სამწუხაროდ, ხშირად ის, რაც ბრწყინავდა, ოქრო არ გამოდგება ხოლმე. ამიტომ ნიჭიერი და უნარიანი ახალგაზრდების დაწინაურებისას დიდი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს. მთავარია სამი რამ: ნიჭი, მუშაობის უნარი და შერჩეული დარგისადმი სიყვარული. ჩვენი სასიქადულო მეცნიერი, აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი თვლიდა, რომ ამ სამი ნიშნიდან მესამე – საგნისადმი სიყვარული – გადამწყვეტია მეცნიერებაში წარმატების მისაღწევად… მეცნიერებაში წარმატებებს მიაღწევს მხოლოდ ის, ვისაც უსაზღვროდ უყვარს თავისი დარგი, ვინც ყველაფერზე მაღლა დააყენებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას და შემოქმედებით სფეროში წარმატების მოპოვებას დაუქვემდებარებს ყველა სხვა ინტერესს… ოღონდ, ამისათვის საჭიროა დრო და მოთმინების დიდი უნარის გამომუშავება, კერძოდ, სულის მღრღნელი შურიანობის დაძლევა… მეცნიერული შემოქმედების პროცესი ჭეშმარიტ მეცნიერთათვის დრამატული განცდებითაა აღსავსე. შეიძლება, ბევრი მისი წამოწყება უშედეგო გამოდგეს, რასაც, ცხადია, მწვავედ განიცდის, მაგრამ ამან მუდმივ საგონებელში არ უნდა ჩააგდოს იგი. ნამდვილ მეცნიერს ყოველთვის აქვს პრობლემისადმი მიდგომის სათადარიგო გზები, ან ახალ, მონათესავე პრობლემაზე გადასვლის საშუალება… მეცნიერი ოპტიმისტი უნდა იყოს, არც ერთ ვითარებაში წარმატების რწმენა არ უნდა დაკარგოს”.


“ხატავდა ყველაფერზე, ყოველი დღე ხატვით იწყებოდა და მთავრდებოდა”

რუსთაველის თეატრის მხატვრების შემოქმედებას თბილისში კიდევ ერთი ბინა ინახავს

ადგილობრივი ექსპორტი 20.3 %-ით გაიზარდა – საქსტატი

მწერალი, რომელიც სამარადჟამოდ დაიბადა მკითხველთა გულში – ოთარ ჭილაძე 90 წლის გახდებოდა

საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 309.9 ლარით გაიზარდა – საქსტატი

პოდკასტი