აბიტურიენტთა საყურადღებოდ: ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებებია

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 3 საგნის ფორმატში მცირედი ცვლილება შევიდა. ცვლილებები ეხევა ისტორიას, მათემატიკასა და უცხო ენას.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე აცხადებს, ცვლილებები უმნიშვნელოა, მაგრამ უმჯობესია, აბიტურიენტები გაეცნონ.

„წელს ფორმატის მცირედი ცვლილება არის მხოლოდ 3 საგანში, კერძოდ, ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში. ფორმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ აბიტურიენტებისთვის ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ გაეცნონ. საგამოცდო დრო არ შეცვლილა”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

მისივე თქმით, რაჭაში, კერძოდ, ამბროლაურში, წლეულს ახალი საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში მოითხოვდა.

„ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობისგან და გათვალისწინებული იქნა ეს მოთხოვნა. ამის თაობაზე 2 წლის წინ დაიწყო საუბარი, მუშაობა და წელს შევძელით, რომ ეს გაგვეკეთებინა”, – განაცხადა გორგოძემ.

მისივე განმარტებით, საგამოცდო ცენტრების რაოდენობა ყოველ წელს მცირედით იცვლება. წელს კი 27 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

პოდკასტი