იუსტიციის სახლში დღეიდან, საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისს მიიღებთ

1 მარტიდან იუსტიციის სახლში შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღება. როგორც იუსტიციის სახლის ინფორმაციიდან ვიგებთ, მომხმარებელს მომსახურების მიღება, მთელი საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლია.

მათივე ინფორმაციით, იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებლებს შეუძლიათ, განაცხადი ისეთ სერვისებზე გააკეთონ, როგორიცაა: დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა, სხვადასხვა საფუძვლით პენსიის დანიშვნა, საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლა, ინდივიდუალური გვერდის პირველადი პაროლის მიღება/აღდგენა, სქემის მონაწილის ცნობის მიღება და სხვ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში, საპენსიო სააგენტოს მომსახურების გაცემის პროცესს, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე – ანა კეკელიძე პირადად დააკვირდნენ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, სერვისზე ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შესაძლებელი.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი