რუსთავის თვითმმართველობა ახალგაზრდების მონაწილეობით

რუსთავის მერია, ახალგაზრდებთან ერთად, ახალ კამპანიას წამოიწყებს, რომელსაც “თაობა მომავლისთვის” ეწოდება. კამპანიის მიზანია, რუსთავის განვითარების პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მათთან ერთად დაგეგმვაა.

როგორც რუსთავის მერიაში განმარტავენ, კამპანია “თაობა მომავლისთვის”, რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრით გაიხსნა. შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირი, თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, მუსიკოსი ლაშა ნოზაძე და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ნინო ლაცაბიძემ ქალაქში უკვე განხორციელებულ ახალგაზრდულ პროექტებზე და ქალაქის განვითარების პროცესში, მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,რუსთავში ვიწყებთ ახალ კამპანიას “თაობა მომავლისთვის”, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდებთან ინტენსიურ შეხვედრებს და მათ აქტიურ ჩართვას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. დღეს გვქონდა პირველი შეხვედრა ახალგაზრდებთან, ვისაუბრეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეეხებოდა ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და, რა თქმა უნდა, მათი ჩართულობა ნებისმიერი გადაწყვეტილების პროცესში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც ცნობილია, კამპანიის “თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, შეხვედრები რუსთავის ყველა კერძო და საჯარო სკოლაში გაიმართება.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი