გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება

გურიაში ეროვნული პარკის დაარსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლები, ადგილობრივ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, შეხვდნენ და მიმდინარე სამუშაოები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას, დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტო იუწყება, რომ გურიის ეროვნული პარკის დაარსების მიზანი, გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული გამოწვევების, კერძოდ, ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერება, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ეკოსისტემის შენარჩუნებაა. გარდა ამისა, ეროვნული პარკის შექმნა, ხელს დაცულ ტერიტორიებზე, ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს. ადგილობრივ მოსახლეობას კი, დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი