“ბოლშევიზმი და ფაშიზმი ადამიანების სულიერი მდგომარეობაა” – ნანა კაკაბაძის ემოციური გამოსვლა (ვიდეო)
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატების ერთი ჯგუფის მიერ მომზადებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა 2 მარტს, მწვავე დაპირისპირების ფონზე წარიმართა, დეპუტატებმა ერთმანეთს სკამები და ბოთლები ესროლეს. ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფებიც.
შეხვედრას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედია-გამოცემის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძეს. პარლამენტარებს შორის დაპირისპირებას მან ბოლშევიზმისა და ფაშიზმის ნათელი გამოვლინება უწოდა.
ნანა კაკაბაძეს შენიშვნები კანონპროექტის მიმართაც აქვს.