ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატმა საერთაშორისო დელეგატებისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები, აქტიურ რეჟიმში აკვირდებიან და უმაღლეს შეფასებას ანიჭებენ.

“ძალიან მოხიბლულები ვართ ღონისძიების დონით, ამ დრომდე არავითარი შენიშვნა არ გაგვჩენია. ნამდვილად დიდ აპლოდისმენტებს იმსახურებთ ასეთი ხარისხისთვის”, – განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა.

მისივე შეფასებით, ყველაფერი მაღალ დონეზეა, იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ საქმის ორგანიზება. ძალიან კმაყოფილები არიან, როგორც თავად ათლეტები, ასევე მწვრთნელებიც.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა საქართველო, ასეთი ორგანიზებულობისთვის, უმაღლესი ხარისხის შეფასებას მისცა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი