შემოსავლების სამსახურის ისანი-სამგორის სერვისცენტრი გადამხდელებს აღარ მოემსახურება

13 მარტიდან ისანი-სამგორის სერვისცენტრი გადამხდელებს აღარ მოემსახურება, მიზეზი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაა, ხელი შეუწყოს დისტანციური სერვისების გამოყენებას.

აღნიშნული ცვლილება შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების განვითარების 2019-2020 წლების, ასევე 2021-2024 წლის სტრატეგიისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილია.

როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, სწორედ, ელექტრონული მომსახურების ფართო მისაწვდომობის შედეგია, რომ ელექტრონული სერვისების მოხმარების მაჩვენებელი 86%-ით არის გაზრდილი.

ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მომხმარებელი განახევრებულ საფასურს იხდის. იხილეთ ბმული.

შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299 299 (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ RS-ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge უკვე არსებული 452 ელექტრონული სერვისით.

გადასახადის გადამხდელებს მომსახურების მისაღებად შეუძლიათ ესტუმრონ თბილისში არსებულ გლდანი-ნაძალადევის (სარაჯიშვილის ქუჩა №1) სერვისცენტრს.

“აღნიშნული ცვლილების შესახებ, 6 მარტიდან, გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება განხორციელდება, როგორც ავტორიზებული გვერდის საშუალებით ინფორმაციის მიწოდებით, ასევე სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ციფრული მომსახურების ინოვაციური ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი