დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წლის იუბილეს სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნება

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს. თეზისების მიღება უკვე დაწყებულია და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს ეროვნული არქივის VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ 2023 წლის 21-23 სექტემბერს გაიმართება.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს. თეზისების მიღება უკვე დაწყებულია და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მათივე ცნობით, VIII საერთაშორისო კონფერენცია მეფე დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წლის იუბილეს ეძღვნება და დავით IV-ისა და მისი ეპოქის შესახებ ცალკე სექცია დაემატება.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: ფილოლოგია; ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა; კულტუროლოგია; ციფრული ესთეტიკა და დიზაინი; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კონსერვაცია-რესტავრაცია. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ კონფერენციის გვერდზე:

https://archive.gov.ge/ge/viii-saertashoriso-konferentsia-1.

ლელა დევდარიანი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი