პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე დღეა აპროტესტებენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია, საქართველოს პარლამენტის შენობასთან დღესაც მიმდინარეობს. ,,ხალხის ძალის” დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას, ოპოზიცია უკვე მეორე დღეა, აქციით აპროტესტებს.

აქციის მონაწილეებმა, შეკრება საქართველოს ჰიმნით გახსნეს. ადგილზე მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან. პარლამენტთან მობილიზებულია პოლიციაც.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილი, აგენტების ამერიკული კანონის ორივე კანონპროექტის გატანაა.

შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს, „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა. რადგან ამ კანონპროექტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ,,ხალხის ძალამ” 22 თებერვალს, კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა. კანონპროექტის ორივე ვერსია, ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

სალომე ხომასურიძე


“ჯორჯ ბუშმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა“ – მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

31 მარტი ისტორიული რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა

ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი “ჯულიარდის სკოლაში” ისწავლის

31 მარტის ამინდის პროგნოზი

გერმანიაში ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – “მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი”

პოდკასტი