“ისეთი საქართველოს მომხრე ვარ, რომლის ბედ-იღბალი არ იქნება დამოკიდებული ნებისმიერ კავშირზე…” – ჟიული შარტავა

ჟიული შარტავა შვილებთან ერთად

საქართველოს ეროვნული გმირის, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორის, 1993 წელს სოხუმში მოკლული ჟიული შარტავას სიტყვები:

“მე ისეთი დამოუკიდებელი საქართველოს მომხრე ვარ, სადაც პიროვნების სრული თავისუფლება იქნება და, ამასთანავე, იქნება წესრიგი, იზეიმებს კანონი, მომხრე ვარ ისეთი საქართველოსი, რომელსაც ექნება საკუთარი ძლიერი ეკონომიკა და აღმავალი სულიერი სფეროები, საკუთარი თავდაცვისუნარიანობა, საგარეო – პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, მტკიცე და საიმედო საზღვრები, უზრუნველყოფილი ტერიტორიული მთლიანობა; საქართველოსი, რომელსაც კარგი დამოკიდებულება ექნება მეზობლებთან, დანარჩენ მსოფლიოსთან, საიმედო მოკავშირეები ეყოლება, საქართველოსი, სადაც იქნება მაღალი პოლიტიკური კულტურა, ჭეშმარიტი ტოლერანტობა და ჭეშმარიტი დემოკრატია; ისეთი საქართველოს მომხრე ვარ, რომლის ბედ-იღბალი არ იქნება ან ნაკლებად იქნება დამოკიდებული ნებისმიერ კავშირზე…

ცხოვრება გრძელდება! რადგან სამშობლოსათვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ყველაზე მეტად განვიცდი… ვიცი, რას ნიშნავს, როცა სამშობლოს უჭირს… ვიცი, რას ნიშნავს, როცა ქვეყნის შიგნით ერთიანობა არ არის. ვიცი, უთავო მეთაურობის ამბავიც… ვიცი, როგორ მივდიოდით აფხაზეთის ომისკენ… ვიცი, რატომ ვერ გავერთიანდით, როცა დაპირისპირების დროსაც კი ვიცოდით, რომ ორივე მხარეს საქართველო იყო! ვიცი, ჩვენი თაობის ამბებიც… მათ, ჩემსავით ატკინეს გული. ახალგაზრდობაში დიდობა არ აღირსეს და დიდობაში ახალგაზრდობა! ყველაფერი მაინც დალაგდება… გამოცდილებას, აზროვნებას, წლებს და კაცობას ფასი მაინც დაედება!”


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი