1-ლი აპრილიდან ტაქსის მძღოლებს “ბას ლაინის” გამოყენების უფლება ექნებათ

პირველი აპრილიდან ტაქსის მძღოლებს ავტობუსის ზოლის გამოყენების უფლება ექნებათ, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. ცვლილების მიზანია მოძრაობის შეფერხების პრევენცია.

როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ დღეს განმარტა, თბილისში A კატეგორიის, ე.წ. თეთრი ტაქსებით მგზავრების აყვანა-ჩამოსმის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშავეს ცვლილება, რომლის მიხედვით, 1-ლი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, ავტობუსის ზოლში გადასვლა მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ, თუმცა, ეს არ ნიშნავს ავტობუსის ზოლში გადაადგილებას.

„დღეს რა ვითარება გვაქვს – ტაქსი აჩერებს, არ გადადის ავტობუსის ზოლში და ეს იწვევს გარკვეულ შეფერხებას და დისკომფორტს სხვა ავტომანქანებისთვის. შესაბამისად, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ექნებათ ამის შესაძლებლობა. ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2023 წლის 1-ლი აპრილიდან, თუმცა, დამატებით ინფორმაციას, კიდევ მოგაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, ვისაც უვადო ნებართვის ასაღებად დედაქალაქის მერიისთვის ჯერ არ მიუმართავთ, თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს, რადგან 20 მარტის შემდეგ, უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ, რადგან პირველი აპრილიდან ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება.

პირველ აპრილს ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები.

“თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს ნებართვები მოქალაქეებს მუდმივ საკუთრებაში დარჩებათ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ მუშაობა, იჯარის წესით გადასცენ ნებართვა ვინმეს თუ გაყიდონ”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მან ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე. კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი უკვე აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, ასევე, ცხელი ხაზის ოპერატორებიც გადამზადდნენ და სპეციალური ვებგვერდიც taxi.tbilisi.gov.ge მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია, უკვე რამდენიმე თვეა, ტაქსებისთვის ახალ რეგულაციებზე მუშაობს. როგორც თბილისის მერმა განმარტა, ახალი წესები, მალე ამოქმედდება და ის, ქალაქში მოძრაობის განტვირთვასაც გაითვალისწინებს.

სალომე ხომასურიძე


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი