განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი დღეს წარადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, დღეს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა დღეს, 14:00 საათზე, გაიმართება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, განათლების მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან დღემდე, მიხეილ ჩხენკელი იკავებს. გავრცელებული ინფორმაციით კი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე, მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ამილახვარი, 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობს.
ამილახვარი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.
სალომე ხომასურიძე