იტალიას პირველი ქალი პრემიერი ჰყავს – 4 წელიწადში მხარდამჭერთა 550%-იანი ზრდა

იტალიის პირველი ქალი პრემიერი

იტალიის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი ჯორჯა მელონი გახდა.

ულტრამემარჯვენე პარტია “იტალიის ძმების” ლიდერმა, ჯორჯა მელონმა ფიცი მინისტრთა კაბინეტთან ერთად, 22 ოქტომბერს დადო. ჯორჯა მელონის სამთავრობო კოალიციაში შედის იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის პარტია “ფორცა იტალია” და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის პარტია “ლიგა”.

25 სექტემბრის არჩევნებზე მელონიმ იტალიის მემარცხენე ცენტრისტული დემოკრატიული  პარტიის ლიდერი, ენრიკო ლეტა დაამარცხა. ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობის 63.9%-ის მიუხედავად, მელონის პარტიამ ამომრჩეველთა შორის მხარდაჭერა 500%-ზე მეტით გაზარდა და ხმათა 26% მიიღო, მაშინ, როდესაც 4 წლის წინ საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ 4 % ერგო.

ევროსკეპტიკოსი ჯორჯა მელონი სხვა ულტრამემარჯვენე ძალებისგან (სილვიო ბერლუსკონე, მატეო სალვინი) განსხვავებით მხარს უჭერს, როგორც ნატოსა და ევროკავშირს, ისე უკრაინას. ის უერთდება ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ევროკავშირისგან მოითხოვს სანქციებისგან დაზარალებული იტალიის ეკონომიკის კომპენსირებას, განსაკუთრებით ენერგოსუბსიდირების საკითხში.

“იტალია ევროპისა და ნატოს ნაწილია, ვინც არ ეთანხმება ამ ქვაკუთხედს, ვერ იქნება მთავრობის ნაწილი. ჩვენი მთავრობის პირობებში, იტალია არასდროს იქნება დასავლეთისთვის სუსტი რგოლი”, – განაცხადა ჯორჯა მელონმა.

აღნიშნული განცხადებით მელონი სილვიო ბერლუსკონეს დაუპირისპირდა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ცნობისთვის, ჯორჯა მელონს მკაცრი ანტიმიგრანტთა, ოჯახზე ორიენტირებული, ანტი ლგბტ პოლიტიკა აქვს, ეწინააღმდეგება აბორტს.

წყარო: Deutsche Welle

ინგა ფუტკარაძე

 


“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

“უკრაინის ხელისუფლება რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს” – ილია II მსოფლიო პატრიარქს მიმართავს

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა – სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე საქართველოში

პოდკასტი