ტაქსის უვადო ნებართვის არგამოყენების შემთხვევაში საურავი დღეში 3 ლარია – რეფორმის III ეტაპი

პირველი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი დაიწყება, რომელიც ტაქსის ნებართვების გაყიდვასა და იჯარით გაცემას გულისხმობს. ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია, რომელიც ბაზარზე ელექტრონულად მოემსახურება ტაქსის ნებართვების ბრუნვას, როგორც გაყიდვას, ისე იჯარით გაცემას.

მოქალაქე, ვინც ტაქსის უვადო ნებართვას აიღებს, მის შენახვას გადაწყვეტს და არ გამოიყენებს, ერთი წლის შემდეგ საურავი დაეკისრება – დღეში 3 ლარი.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც პირველ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, 35 000-ს გასცდა. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას. ნებართვის შენახვას თუ გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ საურავი დაეკისრება – დღეში სამი ლარი.

გარდა ამისა, ამასთან, კალაძის განცხადებით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში A კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა შეეძლებათ.

„პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსისთვის დაშვებული იქნება საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა. ეს ნიშნავს, რომ მგზავრის აყვანისთვის ან ჩამოსმისთვის და არა – მოძრაობისთვის, არ დაჯარიმდებიან“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სალომე ხომასურიძე


“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პოდკასტი