4 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

საუბარია შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზე.

წამლების ფასებთან დაკავშირებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანიების მიმართ მოკვლევა დაიწყო. ამჯერად ყურადღების ცენტრში 4 კომპანია მოექცა. მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელური გარიგებები) გულისხმობს.

როგორც კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, საკითხი ბოლო პერიოდში ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან, ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას ეხება.

მოკვლევას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ კომპანიებს, რომელთა მიმართაც მოკვლევა მიმდინარეობს და ფარმაცევტულ ასოციაციებს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციების წარდგენის საშუალება ექნებათ.

2022 წელს, ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოებული მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტომ 13 რეკომენდაცია გასცა. გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, სრულად ან ნაწილობრივ შვიდი რეკომენდაცია შესრულდა.

ამ ყველაფერს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტის მექანიზმის ამოქმედებაც დაერთო.

” ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ხოლო გაზრდილი ფინანსური ხელმისაწვდომობის შედეგად, საცალო ბაზარზე მომხმარებელმა, დაახლოებით 250 მილიონი ლარის დანაზოგი გააკეთა. რეფერენტული ფასწარმოქმნისა და ბაზარზე განხორციელებული/მიმდინარე რეფორმის პირობებში, აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდაც მოსალოდნელია”, – განმარტავენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს.

საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება18 თვემდე გაგრძელდეს. კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს ჯარიმას დამრღვევი ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობით.

როგორც ცნობილია, 2023 წელს უწყებამ ერთი მოკვლევა უკვე დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი