UEFA-ს მთავარი სიმბოლოს მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო

უეფას 21-წლამდე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის თასის მოგზაურობა საქართველოში, ბათუმიდან დაიწყო. აჭარის დედაქალაქში, უფრო კონკრეტულად კი, ევროპის მოედანზე, საზეიმო კონცერტი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის მთავარი სიმბოლო მოედანზე, ტურნირის ელჩმა, ალექსანდრე იაშვილმა წარადგინა.

როგორც ცნობილია, თასი ბათუმიდან მესტიაში გადაინაცვლებს, 2 მაისს კი, ტურნირის კიდევ ერთ მასპინძელ ქალაქში, ქუთაისში ჩაიტანენ.

არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც, რომ თასის ქუთაისში ჩატანის თარიღიც სიმბოლურია, რადგან სწორედ 2 მაისს, ქუთაისელები, ქალაქის დღესასწაულს – 2 მაისობას აღნიშნავენ.

შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში – ჩატარდება.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი