ეროვნულ არქივში “ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის” მსმენელთათვის ლექცია ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში, დაცული ფონდების შესახებ „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ მსმენელებისთვის, ლექცია ჩატარდა. ლექციის ფარგლებში, ახალგაზრდებს ეროვნულ არქივში დაცული დიდი ისტორიის მატარებელი, საინტერესო და გამორჩეული მასალა, საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელმა, ქეთევან ასათიანმა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა, გიორგი კაკაბაძემ გააცნეს. ისინი მოსწავლეებს იმაზეც ესაუბრნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის კვლევისთვის, ამ მასალების შესწავლა.

 

ეროვნული არქივის ინფორმაციით, ლექციას საჯარო და კერძო სკოლის 120-ზე მეტი უფროსკლასელი ესწრებოდა.  ლექცია ისტორიის მასწავლებელთა, საქართველოს ასოციაციის ინიციატივითა და ეროვნული არქივის ხელშეწყობით ჩატარდა.

სალომე ხომასურიძე


,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

“ნიკო ლორთქიფანიძე-ღირსების მასწავლებელი” – სკოლის ექსკურსია საინტერესო პრეზენტაციით

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

„დღეს სტუდენტებს ევროპული სტანდარტის განათლებას ვაძლევთ” – სტუ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს

საქართველოს დროშა 26 მაისს მსოფლიოს არაერთი ქვეყანაში გამოიფინა

პოდკასტი