ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს დასრულდება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მასწავლებლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე, დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, 3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ, 2023 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველი, ვეღარ დარეგისტრირდება, ვერ შეცვლის პირად მონაცემებსა და მითითებულ საგამოცდო ქალაქს. თუმცა, მსურველებს, 13 აპრილის 18:00 საათამდე, გამოცდის დამატებისა და საგნის შეცვლის საშუალება, ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპის, ანუ 13 აპრილის დასრულების შემდეგ, საგანთა ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა, შეუძლებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გამოცდებზე რეგისტრაცია, მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

პოდკასტი