ირაკლი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედლის მოპოვება შეძლო

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი ოქროს მედლები მოიპოვა. 23-წლამდელებს შორის, 102კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძემ 3 ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 161/165 კგ-ის ძლევით ოქროს მედალი მოიპოვა, ჩხეიძემ აკვრაში თავი 194/205/216 კგ-ს გაართვა და კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვილი 381 კგ-ითაც.

ჩხეიძემ ოქროს მედლებთან ერთად ევროპის რეკორდის დამყარებაც შეძლო. ძალოსანმა 23-წლამდელების სარეკორდო ზღვარი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.

 

ავტორი: ლელა დევდარიანი