ერთიან ეროვნულ გამოცდებს წლეულს აბიტურიენტების რეკორდული რაოდენობა ჰყავს

ერთიან ეროვნულ გამოცდებს წლეულს საქართველოში აბიტურიენტების რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი ახალგაზრდა ჩააბარებს.

შეფასებისა და გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრი გამოცდები 2023 წლის რეგისტრაციის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.

გარდა ამისა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000 – ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა; სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500 -მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრი ასევე, აქვეყნებს ინფორმაციას კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებითაც – KET/KET fs, PET/PET fs, FCE/ FCE fs, CAE, TKT და Young Learners Exam (Starters, Movers, Flyers) მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია 1 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ხოლო მათთვის, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, გვიანი რეგისტრაცია 22 აპრილს დაიწყება და 24 აპრილის 18:00 საათამდე გასტანს. გვიანი რეგისტრაციის საფასური 120 ლარს შეადგენს (დამატებული გამოცდის საფასურს).
მათივე ინფორმაციით, კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.

კემბრიჯის გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე CB FCE და CB CAE რეგისტრაცია მოგვიანებით, 1 ივნისს დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

2023 წლის ივნისის გამოცდებზე აპლიკანტები ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით რეგისტრირდებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე კემბრიჯის მენიუში განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ:

გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ფოტო;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (აიდი ბარათი ან პასპორტი) ფოტო.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აიდი ბარათი ან პასპორტი), მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. არსებული ფორმის ყველა ველი, გარდა კანდიდატის ნომრისა, უნდა იყოს შევსებული, დაკრული უნდა ჰქონდეს 3X4-ზე ზომის 2 ფოტო, რომელზეც ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი სკოლის/მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელს ან დირექტორს.

იმისათვის, რომ აპლიკანტი დარეგისტრირებულად ჩაითვალოს, გთხოვთ დაელოდოთ რეგისტრაციის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოსულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირაში აპლიკანტი რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს გამოცდის განრიგს.

საბანკო რეკვიზიტები

გამოცდა და მასში მონაწილეობის საფასური

ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:

Paper-based KET – 10 ივნისი
Paper-based PET – 10 ივნისი
Paper-based FCE fs – 10 ივნისი
Paper-based Young Learners Exam (Starters, Movers, Flyers) – 13 ივნისი
Paper-based TKT – 15 ივნისი
Paper-based FCE – 17 ივნისი
Paper-based CAE – 17 ივნისი
Paper-based KET fs – 20 ივნისი
Paper-based PET fs – 20 ივნისი
Computer-based FCE – 24 ივნისი
Computer-based CAE – 24 ივნისი

ტესტების ნიმუშებს იხილავთ აქ:


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

პოდკასტი