პარლამენტი ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენას იწყებს

საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენას იწყებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დღეს ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს მოუსმენენ.
ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურმა ჯგუფმა “მოქალაქეებმა” სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატი წარადგინეს, თუმცა ჩამოყალიბებული პოზიცია კონკრეტულად ვის დაუჭერენ მხარს არ აქვთ და გადაწყვეტილების მიღებას საკომიტეტო მოსმენების შემდეგ გეგმავენ.
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „რეფორმების ჯგუფმა“ ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს.
კანდიდატთა მოსმენა ანბანური თანმიმდევრობით განაწილდა. მოქმედ სახალხო დამცველს ვადა დეკემბრის დასაწყისში ეწურება. ომბუდსმენი 6 წლის ვადით, 90 – ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიონ.

