ანიმაციური ფილმ “შრეკის” მეხუთე ნაწილზე მუშაობა დაიწყო

ამერიკულმა კინოსტუდია DreamWorks Animation-მა, ანიმაციური ფილმის, “შრეკის“ მეხუთე ნაწილზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას, Variety ავრცელებს.

გვამოცემის ინფორმაციით, ფრანშიზის პროდიუსერი კრისტოფერ მელედანდრი აცხადებს, რომ ორგანიზაციის მხრიდან, აქტიურ მოლაპარაკებები მიდის იმ მსახიობებთან, რომლებმაც პროექტის წინა ნაწილებში, მთავარი გმირები გაახმოვანეს. უფრო კონკრეტულად კი, ეს მსახიობები მაიკ მაიერსი, კემერონ დიასი და ედი მერფი არიან.

„ველოდებით, რომ მსახიობები დაბრუნდებიან. ყველაფერი, რაც მოლაპარაკებების პროცესში მოვისმინეთ, იმაზე მიუთითებს, რომ მსახიობებს ნამდვილად დიდი ენთუზიაზმით სურთ დაბრუნება“, – აცხადებს მელედანდრი.

შეგახსენებთ, რომ შრეკი ამერიკული სრულმეტრაჟიანი 3D ანიმაციური ფილმია, რომლის რეჟისორები ენდრიუ ადამსონი და ვიკი ვერნონი არიან. სიუჟეტი კი, უილიამ სტეიგის საბავშვო წიგნიდანაა აღებული, რომელსაც „შრეკი“ ეწოდება.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი