საქართველოში სააღდგომოდ, შიდა ფრენებზე დამატებითი ავიარეისები შესრულდება
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ბათუმისა და ამბროლაურის მიმართულებით, დამატებით რვა რეისს დანიშნავს, – ამის შესახებ ინფორმაციას, თავად ავრცელებენ.
მათივე ცნობით, შიდა ფრენების მიმართულებით, დამატებითი რეისები 13-22 აპრილის პერიოდში, ასეთი განრიგით შესრულდება:
13 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა – 14:30 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა – 14:30 საათზე.
17 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა – 15:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა – 16:30 საათზე.
14 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 10:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 12:10 საათზე.
15 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 9:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 11:30 საათზე;
18 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 13:00 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 15:00 საათზე;
22 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 13:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 15:00 საათზე;
15 აპრილი: ნატახტარი – ბათუმი გაფრენა – 13:30 საათზე, ბათუმი – ნატახტარი გაფრენა – 15:20 საათზე;
22 აპრილი: ნატახტარი – ბათუმი გაფრენა – 9:45 საათზე, ბათუმი – ნატახტარი გაფრენა 11:45 საათზე.
შეგახსენებთ, რომ შიდა ფრენების ღირებულება ნატახტარი-მესტიის მიმართულებით, 90 ლარია, ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით კი, 50 ლარი.
აღსანიშნავია, რომ სამ წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა, სამიდან 12-წლამდე ბავშვებზე კი, 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. სურვილის შემთხვევაში, ბილეთების შეძენა უკვე, აღნიშნულ ვებგვერდზეა ticket.vanillasky.ge შესაძლებელი.
სალომე ხომასურიძე