“დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში” შესწორება შევიდა
პირს ოლიგარქად მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო ცნობს. „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში” სწორედ ეს შესწორება შევიდა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მეორე მოსმენით მსჯელობენ. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მისი კორექტირება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა.
როგორც ცნობილია, ჩასწორებული ვერსიის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო პირის ოლიგარქად ცნობის პროცედურას, საკუთარი ინიციატივით, მთავრობის წევრის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართვის საფუძველზე იწყებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დააინიციირა. მასზე 2 ნოემბერს, დიდი დაპირისპირების ფონზე იმსჯელეს. ოფიციალურად ძალაში კი, 3 ნოემბრიდან შევიდა.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით, 80 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღო. წინააღმდეგი კი, მხოლოდ 9 დეპუტატი გახლდათ.
სალომე ხომასურიძე