ნიუ-იორკში ავტომობილების მრავალსართულიანი პარკინგი ჩამოინგრა (ფოტო)
ნიუ-იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ შენობაში ავტომობილების მრავალდონიანი პარკინგი ჩამოინგრა. შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, კიდევ 5 დაშავდა.
როგორც CBS-ი იტყობინება, ინციდენტი მანჰეტენის ქვემო რაიონში, 18 აპრილს, საღამოს მოხდა. შენობაში, სადაც მრავალსართულიანი პარკინგი მდებარეობდა, განთავსებულია კერძო უნივერსიტეტის გვერდით. შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ასევე შეფერხდა მეტროს მოძრაობა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავდა 6 მუშა. მათგან ერთი დაიღუპა, 4 საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ერთმა უარი თქვა სამედიცინო დახმარების მიღებაზე.
გამოცემის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია შენობის გარედან განხორციელდა, რადგან კონსტრუქციის არამდგრადობის გათვალისწინებით, შენობის შიგნით ნგრევის საშიშროება არსებობდა. საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა სამუშაოებში სპეცტექნიკა ჩართეს.
“არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს იყო რაიმე სხვა, გარდა სტრუქტურული კოლაფსისა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ქალაქის პოლიციის კომისარმა კიჩანტ სეველმა.
შემთხვევის ადგილიდან უცხოური მედიის მიერ მოპოვებულ ვიდეო და ფოტო მასალაში ჩანს ბეტონის ჩამონგრეულ ფილებს შორის მოყოლილი რამდენიმე ავტომობილი.
შორენა ღავთაძე