მორიგი უბედური შემთხვევა თბილისში – პიტბულმა ამჯერად ბივერ ტერიერი შეიწირა
ფეისბუქჯგუფში – „ბივერ ტერიერი საქართველოში“, ერთ-ერთი წევრი დალი ორაგველიძე სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ შეესწრო ფაქტს, თუ პიტბულმა ბივერ ტერიერი როგორ შეიწირა.
სტატუსის ავტორის აზრით, პიტბული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს და მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ის, თუ ვის შეიძლება ამ ჯიშის ძაღლები ჰყავდეს.
“მორიგი უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. პიტბულმა ბივერ ტერიერი შეიწირა. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ ოჯახს, საშინელი ტრაგედიის გამო. ძალიან განვიცდი და გული მტკივა…
მეგობრებო, გაუფრთხილდით თქვენ პატარებს, ღია სივრცეში იქნება ეს თუ დახურულში. რადგან, საზოგადოების ნაწილის ვიშვიში და პროტესტი, აიკრძალოს ძაღლების “უპრაკუნოდ” გამრავლება, დიდი ჯიშების, ალიკაპის გარეშე სასეირნოდ თუ სასეიროდ გაყვანა, აქამდე რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.მით უმეტეს პიტბულის, რომლის ფსიქოლოგია და ტემპერამენტი არაპროგნოზირებადია და ნებისმიერ დროს მას შეუძლია შეუტიოს როგორც ნაცნობებს, ისე უცნობებს, მათ შორის ბავშვებს და სხვა ცხოველებს, ყოველგვარი ნიშნის გარეშე…
პიტბული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს და მკაცრად არის გასაკონტროლებელი, თუ ვის შეიძლება ამ ჯიშის ძაღლები ჰყავდეს. არ გაბედოს ვინმემ, საპირისპირო აზრი დააფიქსიროს“, – წერს ჯგუფის წევრი.
ასევე წაიკითხეთ:
საქართველოში შესაძლოა აგრესიული ჯიშის ძაღლების ყოლა აიკრძალოს
“პიტბული არ არის “ძიძა” ძაღლი, ის არ უნდა იყოს ბავშვთან” – ძაღლმა 2 წლის ბაშვი დაგლიჯა
“პიტბული არ არის დეკორატიული ჯიში, სანამ აიყვანთ, წაიკითხეთ”: კინოლოგი