კრიპტოვალუტით ვაჭრობა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია

პირველად საქართველოში, კრიპტოვალუტით ვაჭრობა უკვე შესაძლებელია. 24 ოქტომბრიდან კომპანია “ფრესკოს” ნებისმიერ სუპერმარკეტში პროდუქციის კრიპტოვალუტით შეძენა 24 საათის განმავლობაში citypay-ის ტერმინალის მხარდაჭერით შეგიძლიათ.

ანგარიშსწორება ხორციელდება შემდეგი კრიპტოვალუტით: Bitcoin, Bitcoin Cash, Bitcoin Gold, Zcash, Litecoin. უახლოეს მომავალში Ethereum-ის სისტემაში დამატება იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინი ყველაზე პოპულარული და პირველი დეცენტრალიზებული კრიპტო ვალუტაა. ეს ნიშნავს, რომ ის არ კონტროლდება კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლების ან, რომელიმე პირის მიერ. ინფორმაცია, რომელიც დაშიფრულია ბლოკჩეინზე, არ არის თავმოყრილი ერთ ადგილას, რაც კიდევ უფრო მეტ დაცულობას გულისხმობს.

სტანდარტული ვალუტისგან განსხვავებით, ის ფიზიკურად არ იბეჭდება, არამედ წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. ბიტკოინით ანგარიშსწორება უკვე დაშვებულია ისეთ ონლაინ-მაღაზიებში, როგორიცაა Amazon-ი, eBay, Zappos-ი და სხვა.

 

 

ავტორი-  ლელა დევდარიანი