შვედეთის ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიაზე 4 ქართველი ნომინანტია წარდგენილი

ჯილდო ყოველწლიურია და მისი ფულადი პრიზი 550.000 ევროს შეადგენს.

21 წლის წინ, შვედეთის მიერ დაწესებულ ლიტერატურულ პრემიაზე, სხვადასხვა საბავშვო ავტორთან ერთად, 13 წლის ნიკოლოზ ლოლაძეცაა წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა “ალმას“ კანდიდატებს შორის, ამ ასაკის ავტორ-ილუსტრატორი მოხვდა.

ამასთან, “ალმას“ პრემიას, საქართველოდან კიდევ სამი ნომინანტი ჰყავს.

ქართველი ავტორ-ილუსტრატორები და მწერლები, საერთაშორისო პრემიაზე ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და მწერალთა სახლმა წარადგინეს. გამარჯვებულს მომავალ წელს, 12 კაცისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.

ახლა ,,ალმას” შესახებ, უფრო ვრცლად მოგიყვებით. ის ყოველწლიური პრემიაა, და გადაეცემა არა მარტო საბავშვო მწერალს ან ილუსტრატორს, არამედ ორგანიზაციებსა და მთხრობელებს, რომლებიც საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის, განსაკუთრებულად ზრუნავენ.

გარდა ამისა, მწერალს აღნიშნულ პრემიას გადასცემენ არა რაიმე კონკრეტული წიგნისთვის, არამედ საბავშვო ლიტერატურაში განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი აქტივობებისთვისაც.
მაშასადამე, “ალმა“ თავისი კონცეფციით, საკმაოდ მრავალფეროვანი და მასშტაბურია.

პრემია “ალმა“ შვედეთის მთავრობამ ასტრიდ ლინდგრენის გარდაცვალების (2002) შემდეგ, მისი ხსოვნის პატივსაცემად დააწესა.

ჯილდო ყოველწლიურია და მისი ფულადი პრიზი 550.000 ევროს შეადგენს.

ჟიურის ყოველთვის 12 წევრისაგან შედგება და მასში, აუცილებლად შედის ასტრიდ ლინდგრენის ოჯახის ერთი წევრი და ადამიანები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის სფეროში: მწერლები, ილუსტრატორები, მეცნიერები, კრიტიკოსები, ბიბლიოთეკარები.

“ალმას“ გამარჯვებულს, ჟიური ბოლონიის სიდიდით პირველ საბავშვო წიგნის გამოფენაზე ასახელებს, პრემიას კი, მოგვიანებით, მაისის ბოლოს, სტოკჰოლმში გადასცემს.

აღნიშნული პრემიის ნომინანტების წარდგენა, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება.
საქართველოდან კი, ნომინანტებს ყოველწლიურად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარადგენს.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

პოდკასტი