გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული სასწრაფოს ექიმების მემორიალი გაიხსნა

გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მემორიალი გაიხსნა.

პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, 28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა, რაც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში აღინიშნება.

“საქართველოში ბოლო წლებში, პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. „შრომის უსაფრთხოებისა“ და „შრომის ინსპექციის“ შესახებ კანონები ამოქმედდა. შეიქმნა შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ორგანო – მრჩეველთა საბჭო და ა.შ, თუმცა, გამოწვევები კვლავ ბევრია. პროფკავშირები შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მუშაობას აქტიურად განაგრძობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისიც გაიმართა.


შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 29 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. ტრაგედიას 8 ადამიანი ემსხვერპლა.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი