ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ლომთაძემ 2 ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს 23-წლამდელთა ძალოსანთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე, კიდევ 2 ოქროს მედლით გამდიდრდა.

ქართველმა ძალოსანმა ზაზა ლომთაძემ 24 ოქტომბერს წარმატებით იასპარეზა. მან, 109 კილოგრამის კატეგორიაში, 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ქართველმა ძალოსანმა ოქროს მედლები მოიპოვა აკვრასა და ორჭიდში. პირველ მათგანში, 195, 199 და 205 კილოგრამები ასწია, ასევე მთლიანად დააგროვა 369 კილოგრამი, ხოლო ვერცხლი ატაცში 157, 161 და 164 კილოგრამის დაძლევით დაიმსახურა.

იმავე კატეგორიაში მონაწილეობდა აკაკი ტალახაძე, რომელმაც აკვრაში 199 კილოგრამი ასწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. აკაკიმ ატაცში 155 კილოგრამით მეხუთე, ხოლო ორჭიდში 354 კილოგრამით მეოთხე ადგილი დაიკავა.

 

მეგი მიქაბერიძე