სტუდენტებს, მოხალისეებად ჩართვის შემდეგ, პრობაციის ოფიცრად დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მომავალ იურისტებს მოხალისეობრივი საქმიანობაში ჩართვის შემდეგ, პრობაციის ოფიცრად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

სააგენტოს უფროსის მოადგილემ და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სააგენტოში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

განსაკუთრებული ინტერესი მოხალისე პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღების ინიციატივამ გამოიწვია, რომელიც მომავალ იურისტებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შემდეგ პრობაციის ოფიცრად დასაქმების, ხოლო სააგენტოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრების მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

შეხვედრაზე არასრულწლოვანთა რეფერირების, განრიდებისა და მედიაციის, ბენეფიციართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, შინაპატიმრობის და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების შესახებ აქტუალური საკითხებიც განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან შეხვედრებს მთელი წლის განმავლობაში გამართავს.

ლელა დევდარიანი


,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

“ნიკო ლორთქიფანიძე-ღირსების მასწავლებელი” – სკოლის ექსკურსია საინტერესო პრეზენტაციით

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

„დღეს სტუდენტებს ევროპული სტანდარტის განათლებას ვაძლევთ” – სტუ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს

საქართველოს დროშა 26 მაისს მსოფლიოს არაერთი ქვეყანაში გამოიფინა

პოდკასტი